ერთიანი ეროვნული გამოცდები: ოთხი საგანი, ერთი სასწავლო გზა.

რეგისტრაცია უფასოა · 2 გაკვეთილი მაშინვე იხსნება

  • მათემატიკა
  • ქართული ენა
  • ინგლისური
  • ისტორია
საგნები

ოთხი საგანი, ოთხი სასწავლო რუკა

ზუსტი მეცნიერებამათემატიკაალგებრა, გეომეტრია, ალბათობა, სრული პროგრამა ნაბიჯ-ნაბიჯ.230 სექციადაწყება
ენა და ლიტერატურაქართული ენატექსტის გარჩევა, გრამატიკა და წერითი დავალება.პროგრამა აწყობის პროცესშიამალე დაემატება
უცხო ენაინგლისურიგრამატიკა, ლექსიკა და გამოცდის ოთხივე ნაწილი.პროგრამა აწყობის პროცესშიამალე დაემატება
საზოგადოებრივიისტორიაქრონოლოგია, წყაროები და საკითხის ანალიზი.პროგრამა აწყობის პროცესშიამალე დაემატება
Abito სხვა პლატფორმების გვერდით

ტესტების ბანკი მასწავლებელს ვერ ჩაანაცვლებს

ონლაინ მზადების უმეტესი პლატფორმა კითხვების ბაზაა: ამოწმებს, ასწავლის კი არა. სწორედ ეს განსხვავებაა ქვემოთ.

სხვა პლატფორმებზე

ირჩევ პასუხს, ხედავ, რომ შეცდი, კითხულობ მოკლე განმარტებას და გადადიხარ შემდეგ კითხვაზე. მასალა, რომელიც არავის აუხსნია, ისევ აუხსნელი რჩება, უბრალოდ ახლა იცი, რომ არ იცი.

Abito-ზე

თემა ჯერ სრულად იხსნება: განმარტება, ვიზუალი, ამოხსნილი მაგალითი, შემდეგ პატარა შემოწმება. ტესტი ბოლოს მოდის მაშინ, როცა უკვე გესმის, რას აკეთებ და რატომ.

ინტერაქტიული გაკვეთილები

თითოეული თემა დაშლილია მოკლე ნაბიჯებად: განმარტება, ვიზუალიზაცია, ამოხსნილი მაგალითი და მოკლე შემოწმება. სქემას თავად ცვლი და ხედავ, საიდან მოდის ფორმულა.

შეცდომების ლაბორატორია

შეცდომა უბრალოდ „არასწორად“ არ ითვლება. სისტემა იმახსოვრებს, რომელი ტიპური მცდარი მსჯელობა გამოჩნდა და იმავე ადგილს დაგაბრუნებს, სანამ ბოლომდე არ გაასწორებ.

მზაობის სურათი

ხედავ, რომელი მიმართულება გაქვს დახურული, სად კარგავ ქულებს ყველაზე ხშირად და გამოცდამდე კონკრეტულად რა დაგრჩა გასაკეთებელი.

როგორ მუშაობს

სამი ნაბიჯი პირველი გაკვეთილიდან გამოცდის დღემდე

  1. 1

    აირჩიე საგანი

    მათემატიკა, ინგლისური ან ორივე. სასწავლო გზა უკვე დალაგებულია გამოცდის პროგრამის მიხედვით, თავად არაფრის აწყობა არ გჭირდება.

  2. 2

    ისწავლე ინტერაქტიულად

    თემა მოკლე ნაბიჯებად იშლება: გაიგე წესი, ნახე სქემა, გაიარე ამოხსნილი მაგალითი და მაშინვე შეამოწმე თავი პატარა კითხვით.

  3. 3

    გაატარე სუსტი ადგილები

    შეცდომების ლაბორატორია სწორედ იმ თემებს დაგიბრუნებს, სადაც ცდები და დასრულებულად მაშინ ჩათვლის, როცა ისინი მართლა გამოგდის.

შედარება

რეპეტიტორი ძვირია. სხვა პლატფორმები არ გასწავლის.

ჩვენ

Abito

12.95 ₾-დან/ თვე

თვეში, ყველა გაკვეთილი, ყველა სავარჯიშო, ყოველდღე ხელმისაწვდომი.

  • სწავლებაასწავლის თემას ნაბიჯ-ნაბიჯ
  • როდის არის ხელმისაწვდომინებისმიერ დროს, ბრაუზერიდან
  • ვიზუალიზაციაინტერაქტიული სქემები, პარამეტრს თავად ცვლი
  • ეროვნული გამოცდის პროგრამა
  • მზადყოფნის მაჩვენებელიობიექტური შეფასება შედეგებზე დაყრდნობით

კერძო რეპეტიტორი და მოსამზადებელი ცენტრი

135–500 ₾/ თვე

თვეში, ერთ საგანში, ცენტრში ჯგუფურად ან რეპეტიტორთან კვირაში 1–2 შეხვედრა.

  • სწავლებაასწავლის თემას ნაბიჯ-ნაბიჯ
  • როდის არის ხელმისაწვდომიკვირაში 1–2 საათი, ფიქსირებულ დროს
  • ვიზუალიზაციადაფაზე, შეხვედრის ბოლოს ქრება
  • ეროვნული გამოცდის პროგრამა
  • მზადყოფნის მაჩვენებელიპედაგოგის შეფასებაზეა დამოკიდებული

ერთი თვე Abito-ზე რეპეტიტორთან ერთ შეხვედრაზე ნაკლები ღირს. ეს თვე ერთი საათით არ იზომება, გაკვეთილს იმდენჯერ გაივლი, რამდენჯერაც დაგჭირდება, დღის ნებისმიერ დროს.

დაიწყე უფასოდ

რეპეტიტორისა და მოსამზადებელი ცენტრის ფასები საბაზრო ორიენტირია და საგნის, პედაგოგის გამოცდილებისა და ქალაქის მიხედვით იცვლება. Abito-ს ფასი საბოლოოა.

ფასები

აირჩიე, რამდენ საგანს სწავლობ

ფასი თვეშია და საბოლოოა. გადახაზული ციფრები, „მხოლოდ დღეს“ და ხელოვნური ფასდაკლებები არ გვაქვს.

სოლო

3 საგანი

სრული სასწავლო კურსი, ყველაფერი, რაც სწავლას სჭირდება.

24.95 ₾/ თვე
  • ყველა ინტერაქტიული გაკვეთილი
  • ყველა სავარჯიშო კითხვა, ამოხსნებით
  • შეცდომების ლაბორატორია
  • პროგრესისა და მზაობის თვალყური
  • აუდიოგაკვეთილები
  • AI რეპეტიტორი აბიტო
რეგისტრაცია

რეგისტრაცია უფასოა, პირველი სამი გაკვეთილი მაშინვე იხსნება. სრულ პროგრამაზე გადასვლა ამის შემდეგ ხდება.

ყველაზე პოპულარული

აბიტოსთან ერთად

3 საგანი

სრული კურსი, მოსასმენი გაკვეთილები და პირადი დამხმარე.

49.95 ₾/ თვე
  • ყველაფერი, რაც „სოლო“ გეგმაშია
  • აუდიოგაკვეთილები, გზაში მოსასმენად
  • AI რეპეტიტორი აბიტო: კითხვა გაკვეთილზე, პასუხი ქართულად
რეგისტრაცია

რეგისტრაცია უფასოა, პირველი სამი გაკვეთილი მაშინვე იხსნება. სრულ პროგრამაზე გადასვლა ამის შემდეგ ხდება.

ხშირი კითხვები

რაც ყველაზე ხშირად კითხულობენ

რომელი საგნები ხელმისაწვდომია?

ამჟამად მათემატიკა და ინგლისურია ხელმისაწვდომი, ორივე სრული სასწავლო გზით. ქართული ენა და ისტორია მზადების პროცესშია; როცა დაემატება, არსებულ გამომწერებს ცალკე გადახდა არ დასჭირდებათ, უბრალოდ საგნებს დაამატებ გამოწერაში.

მასალა ეროვნული გამოცდების პროგრამას ემთხვევა?

დიახ. სასწავლო გზა აწყობილია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მოქმედი პროგრამის მიხედვით: თემების ჩამონათვალი, მათი თანმიმდევრობა და სავარჯიშოების ტიპები იმ სტრუქტურას იმეორებს, რომელსაც გამოცდაზე შეხვდები. პროგრამის განახლებისას მასალაც ნახლდება.

რა მიიღება უფასო ანგარიშით?

რეგისტრაცია უფასოა და მაშინვე გეხსნება „საფუძვლების“ პირველი სამი გაკვეთილი სრული თეორიით, ინტერაქტიული სქემებითა და სავარჯიშოებით. დანარჩენი პროგრამა, შეცდომების ლაბორატორია და მზაობის სურათი გაფართოებულ ანგარიშში შედის.

შემიძლია გამოწერის გაუქმება ან გეგმის შეცვლა?

დიახ, ნებისმიერ დროს და ანგარიშის პარამეტრებიდან, ზარი ან წერილი არ სჭირდება. გაუქმების შემდეგ მიმდინარე ანაზღაურებული პერიოდის ბოლომდე წვდომა შენარჩუნებულია. საგნების რაოდენობის შეცვლა ან „სოლო“-სა და „აბიტოსთან ერთად“-ს შორის გადართვა იმავე ადგილიდან კეთდება.

საკმარისია რეპეტიტორის გარეშე?

პლატფორმა სწორედ იმისთვის აშენდა, რომ თემა თავად აგიხსნას და არა მხოლოდ შეამოწმოს, ამიტომ ბევრი აბიტურიენტისთვის ის დამოუკიდებელი მზადებაც არის. თუ რეპეტიტორთან უკვე დადიხარ, Abito შეხვედრებს შორის სივრცეს ავსებს: თეორიას გაიმეორებ, სუსტ თემებზე ივარჯიშებ და გაკვეთილზე უკვე მომზადებული მიდიხარ.

როგორ ხდება გადახდა?

გადახდა ონლაინ, ბარათით ხდება (Visa ან Mastercard) და ყოველთვიურად ავტომატურად ახლდება. ბარათის მონაცემები ბანკის დაცულ გვერდზე იწერება და ჩვენს სერვერზე არ ინახება. ყოველი ჩარიცხვის შემდეგ ელფოსტაზე ქვითარს მიიღებ.